ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდა

0
199

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და „თიბისი ბანკის“ დაფინანსებით,  „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი განხორციელდა. რესტავრაცია,  ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს – „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ ჩაუტარდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„2 თებერვალს, 18:30 საათზე, თიბისი გალერეაში, მირზაანის კოლექციაში დაცულ  ფიროსმანის სხვა ნამუშევრებთან ერთად, აღდგენილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დაესწრებიან“, – წერია განცხადებაში.

გაზიარება